ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარელ კლაუსი გერმანიაში გარდაიცვალა


ორგანიზაცია "საიმონ ვეიზენტალის" ცენტრი აცხადებს, რომ მიმალვაში მყოფი ომის დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ჰოლანდიელი, კლაუს კარელ ფაბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცენტრი აღნიშნავს ფაბერი გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ინგოლსტადში გარდაიცვალა. ფაბერს ოცზე მეტი ჰოლანდიელი ებრაელის მკვლელობისთვის 1947 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ციხიდან ის 1952 წელს გაიქცა ბავარიაში, სადაც შემდეგ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. ჰოლანდიის სასამართლო 50 წელი ცდილობდა მის ჰოლანდიაში ექსტრადიციას, მაგრამ გერმანული კანონმდებლობისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ხშირად მტკიცებულებების სიმწირეს მიანიშნებდა, ექსტრადიციის პროცესი გაიწელა.

XS
SM
MD
LG