ჰოლანდიის მოქალაქეები დღეს რეფერენდუმზე ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებას უყრიან კენჭს.
რეფერენდუმის შედეგი არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი , მაგრამ მხარდაჭერის თვალსაზრისით ის მნიშნველოვანი გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის.
ეკონომიკურ ბლოკსა და უკრაინას შორის ამ ხელშეკრულების დადების ოპონენტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინაში არსებული კორუფციის, ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მიმდინარე სეპარატისტული კონფლიქტის გამო უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჰოლანდიელ ამომრჩევლებს მხარდაჭერა სთხოვა.