ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დუმის დეპუტატი გაბუნიას რუსეთში ექსტრადიციას ითხოვს


ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც ასევე, ქვედა პალატის სპიკერია, აცხადებს, რომ საჭიროა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია, რათა მისი რუსული კანონებით გასამართლება მოხდეს.

„ამაზე საუბარი იყო დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვოლოდინმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG