ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიის დარგში სამი ნობელიანტი გამოვლინდა


შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ქიმიაში ნობელის პრემიის ახალი მფლობელები დაასახელა. პრემია შვეიცარიელ ჟაკ დებუშს, ამერიკელ იაოჰიმ ფრანკსა და ბრიტანელ რიჩარდ ჰენდერსონს გადაეცათ. ეს იყო აღიარება მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, რომლის შედეგადაც ბიომოლეკულების შესასწავლად საჭირო მიკროსკოპებით მიღებული სურათების გარჩევადობა გაუმჯობესდა.

აკადემიამ გამარჯვებულთა გვარები ოთხშაბათს დაასახელა და მათ ჯილდოდ გადაეცათ მილიონ ასი ათასი დოლარი.

მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდით, მოლეკულების მაღალი გარჩევადობის, სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება იქნება შესაძლებელი. აკადემიის განცხადებით, ამ მიღწევის შემდეგ "ბიოქიმიის ახალი ერა" დადგა.

„მკვლევარებს ახლა შეუძლიათ ისეთი ბიოქიმიური პროცესების ვიზუალიზაცია, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც "სიცოცხლის ქიმიის" გასაგებად, ისე ფარმაცევტიკის განვითარებისთვის", - აცხადებს აკადემია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG