ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგოში არჩევნების შედეგებს არ ცნობენ


კონგოში არჩევნების შედეგებს არ ცნობენ
კონგოში არჩევნების შედეგებს არ ცნობენ

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის -ჯოზეფ კაბილას- განცხადებით მისი ხელახალი არჩევის კანონიერებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.

დღეს ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უარყო კარტერის ცენტრიდან მივლენილი ამერიკელი დამკვირვებლების დასკვნა არჩევნების არასწორი ადმინისტრირების და შედეგების გაყალბების შესახებ.

პრეზიდენტ კაბილას მეტოქე, ოპოზიციის ლიდერი -ეტიენ თშისეკარდი- არჩევნების შედეგებს არ ცნობს და თავს კონგოს ახალ პრეზიდენტად აცხადებს. ის საერთაშორისო საზოგადოებრიობას ქვეყანაში მომწიფებული კრიზისის გამო დახმარებას სთხოვს. საარჩევნო კომისიის დასკვნის გამოცხადების შემდეგ კონგოს დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო, რომელსაც 4 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG