ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დრაკონი" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა


"სპეის-ექსის" „დრაკონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდა. 19 საათიანი ფრენის შემდეგ, კაფსულა, რომელზეც ნასას ორი ასტრონავტი იმყოფებოდა, სადგურს ისე მიუერთდა „როგორც დაგეგმილი იყო.“ დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი ახლა უკვე სადგურზე იმყოფებიან.

ასტრონავტების კოსმოსში ეს გაშვება კოსმოსის ათვისებაში ისტორიული ორი ფაქტორის გამოა. ერთი ისაა, რომ მასში კერძო კომპანია და მთავრობა ერთობლივად პირველად მონაწილეობს. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე ამერიკელი ასტრონავტები, ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით გაფრინდნენ. თითქმის 10 წლის წინ, ამერიკის კოსმოსური შატლების პროგრამის დახურვის შემდეგ, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე რუსულ რაკეტებს გადაჰყავდა.

რაკეტის "ფალკონ 9" კოსმოსში გაშვება შაბათს, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა. ეს დრაკონის გაშვების მეორე მცდელობა იყო. პირველ ჯერზე, ხუთშაბათს, რაკეტის გაშვება უამინდობის გამო გადაიდო.

კერძო კომპანია „სპეის- ექსისა“ და ნასას ერთობლივი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა განხორციელებულიყო, ქარის გამო გადაიდო. "სპეის-ექსმა" და ნასამ გაშვების დროებით გადადების გადაწყვეტილება რაკეტის გაფრენამდე 17 წუთით ადრე მიიღეს.

რობერტ ბენკენი 2000 წლიდან ნასას ასტრონავტია. მან კოსმოსში გაფრენას ორჯერ უხელმძღვანელა, 2008 და 2010 წელს. ღია კოსმოსშიც სამჯერაა ნამყოფი. დაიბადა მისურის შატატის ქალაქ სენტ-ენში. ბაკალავრის დიპლომი ფიზიკაში და მექანიკურ ინჟინერიაში ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან აქვს. მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში კი - კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ნასამდე ის შეერთებული შტატების ავიაციაში საცდელი ფრენების ინჟინერი იყო.

დუგლას ჰარლიც ნასაში 2000 წლიდან მსახურობს. მასაც კოსმოსში ორი გაფრენა აქვს შესრულებული, 2009 და 2011 წელს. ის 2011 წელს ნასას შატლის სულ ბოლო გაფრენაში მონაწილეობდა. ნიუ-იორკშია დაბადებული, თუმცა მშობლიურ ქალაქად აპალაჩინს თვლის. სამოქალაქო ინჟინერიაში ბაკალავრის დიპლომი მას ლუიზიანის ტულეინის უნივერსიტეტიდან აქვს, შემდეგ კი მერილენდში მდებარე შერთებული შტატების საზღვაო პილოტაჟის სკოლა დაასრულა. ნასაში გადასვლამდე, ის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე მუშაობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG