ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ორჯერ შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება


აშშ-ში ორჯერ შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება

შეერთებული შტატები სერიოზულად არ განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული საბჭოს მიწოდებულ რეკომენდაციებს, რომელიც ზოგიერთი ნარკოტიკის ლეგალიზებას ითვალისწინებს.

ნარკოტიკებზე კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის რაფაელ ლემაიტრეს განცხადებით ამჟამად შეერთებულ შტატებში ორჯერ შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება 30 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით.

კოლუმბიაში კოკაინის წარმოება 2001დან 2009 წლამდე თითქმის ორიმესამედით შემცირდა და ასეთ ვითარებაში ნარკოტიკების გავრცელებაზე კონტროლის შესუსტება კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააყენებს საფრთხის ქვეშ.

აღნიშნულ საბჭოში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, მექსიკის და კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტები შედიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იმგვარი ნარკოტიკის ლეგალიზება როგორიც მარიხუანაა საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატების საქმიანობას უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს, ვიდრე დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გავრცელებასთან, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს.

XS
SM
MD
LG