ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეს რა უბედურებაა"- ტრამპი ფილმ "პარაზიტზე"


საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე, "ოსკარზე" სამხრეთ კორეის ფილმის "პარაზიტის" გამარჯვებას ეხმაურება.

კოლორადოს შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: "სხვათა შორის, რა ცუდი იყო წლევანდელი "ოსკარის" დაჯილდოება, ნახეთ?! მთავარი გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი იყო. ეს რაღა ჯანდაბა? ჩვენ ისედაც ბევრი სავაჭრო პრობლემა გვაქვს სამხრეთ კორეასთან. მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, მათ ამ ფილმს წლის საუკეთესო ფილმის პრიზიც გადასცეს? კარგი იყო ეს ფილმი? არ ვიცი".

ფილმმა არამარტო შეერთებულ შტატებში, არამედ ბრიტანეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში გამართულ კინოფესტივალებზე და დაჯილდოების ცერემონიებზე, უამრავი პრიზი აიღო. მასში სოციალური პრობლემები და კლასობრივი კონტრასტებია წინ წამოწეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG