ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეუთოს დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი


საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ წარდგენილი კანონპროექტის შეფასებაზე მუშაობს.„ოდირის“ დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის შესახებ, ვაშინგტონში ინგებორგ სულრან გისლადოტირმა განაცხადა.

„ჩვენი ოფისი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თხოვნით, დასკვნაზე მუშაობს, რომელსაც თბილისში გავგზავნით. ეს იქნება ჩვენი ოფიციალური მოსაზრება, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარდგენილი საკანონმდებლო პროექტის შესახებ.

ჩვენ არასდროს გავცემთ რეკომენდაციას იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობს რომელიმე სხვას.
ინგებორგ სულრან გსლადოტირი


ჩვენი შეფასებების შესახებ საჯაროდ საუბარს ამის შემდეგ შევძლებთ. სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არასდროს გავცემთ რეკომენდაციას იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობს რომელიმე სხვას. სხვადასხვა ქვეყანაში სისტემები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ არსებობს მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც საარჩევნო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს. ქვეყნის, ხალხის მიერ შერჩეული ნებისმიერი საარჩევნო სისტემა დემოკრატიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.“ - განაცხადა ჩვნტან საუბრისას გისლადოტირმა.

ეუთოს "ოდირის" ოფისის ხელმძღვანელი მოხსენებით ვაშინგტონში, კონკრესის წინაშე წარსდგა. ანგარიშის მთავარი თემა ეუთოს რეგიონში დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული დაბრკოლებები და შესაძლებლობები იყო.

მოსმენას კონგრესმენი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა. კონგრესმენის თქმით, ის წუხს საქართველოში შესაძლო დემოკრატიული უკუსვლის გამო.

„თბილისში ორჯერ ვიყავი და შთაგონებული ვარ ადამიანებით, რომლებსაც იქ შევხვდი. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ და შესაბამისად მაწუხებს ის, რომ შესაძლოა უკუსვლა შინიშნებოდეს. მაგრამ, მე მაქვს ქართველი ხალხის რწმენა. ქართველი ხალხი ცნობილია საკუთარი სიმტკიცით. მე

არჩევნების ფორმები მუდმივად იცვლება, სხვადასხვა საჭიროებების გამო. ამიტომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. კონგრესმენ ადამ კინზინგერს დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ მისი შეხედულებები ძალიან სასარგებლოა
კონგრესმენი ჯო უილსონი

უბრალოდ ვიმედოვნებ და მჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოში დემოკრატია სრულად განხორციელდეს. არჩევნები მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის. ამერიკაშიც ეს მიზანი გვაქვს, როცა ყველა ქვეყანაში ხდება კიბერ-თავდასხმები, რომლებსაც არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ სისტემაზე, რომელიც არის ღია, სამართლიანი და დემოკრატიული.“ - აცხადებს კონგრესმენი.

კონგრესმენი უილსონი, კონგრესის „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ წევრების მიერ, საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კონგრესმენების მოსაზრებები შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს.

„არჩევნების ფორმები მუდმივად იცვლება, სხვადასხვა საჭიროებების გამო. ამიტომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. კონგრესმენ ადამ კინზინგერს დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ მისი შეხედულებები ძალიან სასარგებლოა.“

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას, თბილისში, სახალხო დამცვლის ოფისში, მომდევნო კვირაში ელოდებიან.

XS
SM
MD
LG