ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონტრაბანდისტი დაკავებულია


პროკოფის შეერთებულ შტატებში ჩინეთიდან მეორე დინოზავრის ჩონჩხიც აქვს შემოტანილი

ფლორიდაში ფედერალურმა აგენტებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც მონღოლეთიდან შეერთებულ შტატებში 70 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხის შემოტანას ცდილობდა.

ეჭვმიტანილმა - ერიკ პროკოფიმ დინოზავრის ძვლები იმ მიზნით შემოიტანა, რომ მათგან ჩონჩხი გაეკეთებინა. ჩონჩხი აუქციონზე მაისში 1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მონღოლეთის განცხადებით, პროკოფიმ არალეგალურად ამოთხარა ტირანოზავრის ძვლები და შეერთებულ შტატებში კონტრაბანდის სახით შემოიტანა.

პროკურორების განცხადებით, პროკოფის შეერთებულ შტატებში მეორე დინოზავრის ჩონჩხიც აქვს შემოტანილი ჩინეთიდან. ეჭვმიტანილი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, თუ დანაშაული დაუდგინდა, პროკოფის 35-წლიანი პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG