ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეტროიტი გაკოტრდა


ევროპულმა ავტო-ინდუსტრიამ დეტროიტი ჩაძირა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00
ბმული

გასულ კვირას უპრეცედენტო ვითარებაში ამერიკის ავტოინდუსტრიის სიმბოლო-ქალაქი დეტროიტი გაკოტრდა. რას ნიშნავს ქალაქის გაკოტრება ამერიკაში, და რა პროცესებთან აქვს ქალაქის ხელისუფლებას საქმე? ჩვენი სიუჟეტი დეტალებით.

მიჩიგანის შტატის ვეინის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი პიტერ ჰენინგი აცხადებს, რომ ქალაქის ფინანსურ მომავალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოსამართლეები და არა ქალაქის არჩეული მთავრობა მიიღებს.


პიტერ ჰენინგი: ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია, რადგან განსაკუთრებულ სიტუაციათა მენეჯერი აღარ მუშაობს და არც ქალაქის არჩეული მთავრობა. ახლა ფედერალური საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტს, ვინ რამდენი უნდა მიიღოს ანაზღაურების სახით.


დეტროიტი ავტომობილების ქალაქად ითვლება. ეს არის ამერიკის ავტო-ინდუსტრიის არაოფიციალური დედაქალაქი. თუმცა მას მერე რაც ამერიკელებმა უცხოეთიდან იმპორტირებულ მანქანებს გაუგეს გემო, ძირითადად იაპონურ და გერმანულ მარკებს, ბოლო ოცდაათი წელია დეტროიტში აწყობილ ავტომანქანებზე მოთხოვნა შემცირდა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დეტროიტის მოსახლეობის რაოდენობაც შემცირდა, არაერთი სამეზობლო ხალხმა მიატოვა, რის გამოც შენობები დაინგრა და გაჩანაგდა.


ნახევარი საუკუნის განმავლობაში ინდუსტრიული ცენტრის გავლენიანმა ქალაქმა შესუსტება დაიწყო. არჩეულმა ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება ვეღარ შეძლო. სექს-სკანდალის გამო ერთ-ერთი მერი სატუსაღოში აღმოჩნდა. ქალაქის დავალიანება ამ დროისთვის უკვე 18 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.


მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის პროფესორი ერიკ გორდონი ამერიკის ხმასთან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქი ახლა ბოლო წლების დაუდევრობის გამო საფასურს იხდის.


ერიკ გორდონი: ქალაქს ჰყავდა მერი, რომელიც დააპატიმრეს, შემდეგ კი ისევ ციხეში შეაბრუნეს. წლების განმავლობაში ქალაქის საბჭო მასხარებისგან იყო დაკომპლექტებული. ეს იყო ქალაქი, რომელიც ზღაპარში ცხოვრობდა, და შედეგმაც არ დააყოვნა.


პროფესორი ამბობს, რომ ამერიკულმა ავტო-მწარმოებლებმა არასწორად გათვალეს უცხოეთში ნაწარმოები ავტომანქანების ხიბლის უპირატესობა, რამაც ქალაქის, როგორც ამერიკული ინდუსტრიის სიმბოლოს ავტორიტეტი შეარყია.


ერიკ გორდონს ახსოვს, რომ დეტროიტის მანქანა-მწარმოებლები და ხალხი უცხოეთიდან იმპორტირებულ ავტომანქანებს სპორტული შეჯიბრების ავტომობილებს უწოდებდა და ამბობდნენ, რომ არავინ იყიდიდა მათ. თუმცა დრო შეიცვალა და დეტროიტი- საკუთარი წარმოების გაუმჯობესების ნაცვლად გაზარმაცდა. შედეგად, ევროპულმა მანქანა-წარმოებამ მიჩიგანში დამზადებული ავტო-პროდუქცია უკან მოიტოვა.


მიჩიგანის შტატის აკადემიკოსი ამბობს, რომ გაკოტრების გამოცხადებით, ქალაქი მოიგებს დროს, რომ საკუთარ ფინანსები დაალაგოს. თუმცა როგორც ჩანს კრედიტორთა უმრავლესობამ შესაძლოა ამ ეტაპზე თავიანთი სესხის მხოლოდ მცირე ნაწილის მიღება მოახერხოს.


ერიკ გორდონი: ამერიკაში გაკოტრებულად თავის გამოცხადება ასევე ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. გაკოტრების პროცესი სასამართლო ზედამხედველობის პროცედურებით მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, ეს არის სპეციალური საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებით და მსესხებლებთან ურთიერთობებს არეგულირებს. ამ დროს კრედიტორებს, რომლებსაც მაგალითისთვის 100 დოლარის სესხი აქვთ გაცემული შესაძლოა მხოლოდ 10 დოლარი დაუბრუნდეთ.


პროფესორი მოელის, რომ დეტროიტი საბოლოოდ თავს დააღწევს გაკოტრებას, და გახდება ქალაქი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაზე, და არა თავის ინდუსტრიულ წარსულზე.
XS
SM
MD
LG