ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საიმიგრაციო რეიდები მიმდინარეობს


შეერთებულ შტატებში, საიმიგრაციო რეიდები, რომლის მიზანი 2000-ამდე უსაბუთო იმიგრანტის შესაძლო დეპორტაციაა, კვირას შეუმჩნევლად დაიწყო.

აშშ-ს საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მეთ ალბენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამართალდამავები იმ ცალკეულ ადამიანებს აკავებენ, რომლებმაც საიმიგრაციო სასამართლოს გადაწვეტილებით ქვეყანა უნდა დატოვონ.

„ჩვენ მიზნობრივ აღსრულებით ქმედებს ვახორციელებთ, იმ გარკვეული ინდივების წინააღდეგ, რომელთა მოსმენაც საიმიგრაციო სასამართლოში გაიმართა და საიმიგრაციო მოსამართლემ მათი დეპორტაციის ბრძანება გასცა“, - თქვა მან.

მას არ გაუცია ინფორმაცია, თუ სად იგეგმება რეიდები და რამდენი ადამიანია ამ დრომდე დაკავებული. თუმცა სიტუაცია ჯერ-ჯერობით მშვიდია ისეთ დიდ ქალაებში, როგორიცაა მაიამი, ნიუ-იორკი, ატლანტა თუ ბალტიმორი. ეკლესიები და საიმიგრაციო იურისტები იმიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ არ გაუღონ კარი სამართალდამცავებს, თუ ისინი მათ ორდენს არ წარუდგენენ.

ისინი აფრთხილებენ იმიგრანტებს, რომ იურისტის გარეშე, არ თქვან არაფერი და არ მოაწერონ ხელი დოკუმენტებს.

ათიდან ცხრა დიდი ქალაქის მერმა, მაიამის გამოკლებით, რომლებიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ, ადგილობრივ სამართალდამცავებს მოუწოდა არ ითანამშრომლონ ფედერალურ საიმიგრაციო უწყებებთან.

ნიუ-იორკის მერმა და საპრეზიდენტო მარათონის მონაწილემ ბილ დე ბლასიომ საიმიგრაციო რეიდები „პოლიტიკურ აქტად“ შეაფასა.

რეიდების საპასუხოდ, ნიუ-იორკში, ქუინსში, 100 ადამიანი შეკრიბა მათ გასაპროტესტებლად.

„რეიდები და რეიდების მუქარა ჩვენს თემზე გავლენას ახდენს შიშის გავრცელებით“, - განაცხადა კარინა კაუფმან-გუტიერესმა, „ქუინსის გაერთიანებული სამეზობლოს“ წარმომადგენელმა. „ამის ერთადერთი მიზანი - შიშის გავრცელებაა“, - თქვა მან.

საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ მორგანმა განაცხადა, რომ რეიდების მიზანი კანონის აღსრულებაა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რეიდების შესახებ განცხადება მათ დაწყებამდე გააკეთა, რაც იშვიათი ნაბიჯია. ტრამპის მსგავსად, მისი წინამორბედებიც, მათ შორის პრეზიდენტი ობამაც გასცემდნენ დეპორტაციის ბრძანებას. თუმცა, ეს ბრძანება ძირითადად იმ ადამიანებზე ვრცელდებოდა, ვინც ქვეყანაში არაკანონიერად იმყოფება და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა.

საზღვრის დაცვის სააგენტოს განცხადებით, ისინი მხოლოდ იმ ინდივიდებს იღებენ სამიზნეში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგნენ. თუმცა საიმიგრაციო ადვოკატები ამბობენ, რომ რეიდებმა შესაძლოა ოჯახების განცალკევება და იმ ადამიანების დაკავება გამოწვიოს, ვინც საფრთხეს არ წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG