ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკვეს


დანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი სომალური წარმოშობის დანიის მოქალაქე დააპატიმრეს. ქვეყნის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები იტყობინებიან, რომ 18 და 23 წლის ძმებს ბრალად ტერორისტული აქტის მზადებაში მონაწილეობა ედებათ.

დაზვერვის მონაცემებით, 2010 წელს ტერორისტული აქტის განხორციელება იმ დანიურ გაზეთზე იგეგმებოდა, რომელმაც მოციქულ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. ძმები დანიის არუსის რეგიონში 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი სომალიში ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-შაბაბში სპეციალურ წვრთნებს გადიოდა. დანაშაულში ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგნენ.

XS
SM
MD
LG