ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო


დანიელი გამომგონებელი პიტერ მადსენი შვედი ჟურნალისტის კიმ ვოლის მკვლელობაში ბრალს არ აღიარებს. პირველი სასამართლო სხდომა ხუთშაბათს გაიმართა. პროცესზე მადსენს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით ვოლის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო. პროკურორები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ. სასამართლო 25 აპრილამდე გაგრძელდება.

შვედი ჟურნალისტი აგვისტოში დაიკარგა, მას შემდეგ რაც ის მადსენის „ხელნაკეთ“ წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა გამომგონებელთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით.

მადსენს მკვლელობამდე მის დაბმასა და წამებაში ედება ბრალი. მან აღიარა, რომ მან ჟურნალისტის სხეული დაანაწევრა და ზღვაში გადააგდო. მყვინთავებმა ვოლის სხეულის ნაწილების დანიის სანაპიროზე იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG