ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიუ-ჰემფშირში დემოკრატების მნიშვნელოვანი პრაიმერი გაიმართება


ნიუ-ჰემფშირის მოსახლეობა დღეს დემოკრატების პირველ პრაიმერში იღებს მონაწილეობას. კანდიდატები დარჩენილ ყოველ წუთს იყენებენ იმისთვის, რომ ოპონირება გაუწიონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ხმის მიცემა დიქსვილ ნოჩის საარჩევნო უბანზე შუაღამის დადგომისთანავე დაიწყო, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა ცოტა მოგვიანებით დაიწყებს საკუთარი კანდიდატის არჩევას.

კანდიდატები, პიტ ბუტეჯეჯი და ბერნი სანდერსი გასულ კვირას მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას და მასზე ყურადღების გამახვილებას ცდილობენ. მათ 9 მეტოქეს კი, მათ შორის სენატორ ელიზაბეტ უორენსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, პოზიციების გაძლიერებაზე უხდებათ ზრუნვა.

საპრეზიდენტო რბოლაშია ჩაბმული მაიკლ ბლუმბერგიც. ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი და მედია-ჰოლდინგ "ბლუმბერგის" მფლობელი.

ის ვინც ნიუ-ჰემფშირში გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, უპირატესობას მოიპოვებს ნევადისა და სამხრეთ კაროლინის წინასაარჩევნო კენჭისყრაზე. ხმის მიცემა იქ თებერვლის ბოლო ორ სამშაბათსაა დაგეგმილი.

3 მარტს, შიდაპარტიული არჩევნები ერთდროულად 14 შტატში გაიმართება. შტატების სიმრავლის გამო, ამ დღეს ამერიკელები სუპერ-სამშაბათს უწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG