ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსილვანიის სპეციალურ არჩევნებში დემოკტარი კანდიდატი ლიდერობს


კონორ ლემი, დემოკრატი კანდიდატი
კონორ ლემი, დემოკრატი კანდიდატი

დემოკრატმა კონორ ლემმა პენსილვანიაში, პიცბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში გამართულ კონგრესის სპეციალურ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

საარჩევნო კომისიის არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. ლემსა და მის რესპუბლიკელ მეტოქე რიკ საკონს შორის ხმების რაოდენობა იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ მედია საშუალებებმა შედეგის პროგნოზის გაკეთება ვერ შეძლეს.

ფოსტით გაგზავნილი ხმების რაოდენობის თვლა ჯერ ისევ გრძელდება. ამ დრომდე ჯამში 227 ათასი ხმიდან ლემი 500 ხმით ლიდერობს.

ლემი 33 წლის საზღვაო ქვეითების ვეტერანია, 60 წლის საკონი კი შტატის კონგრესის წევრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG