ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა


დღეს, 15 სექტემბერს დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი 2007 წლის 8 ნოემბერს დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და იგი წელს პირველად აღინიშნება covid-19-ის პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიოს ქვეყნებს სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული და ლიმიტირებულია სხვადასხვა უფლებები თუ თავისუფლებები.

გაეროს ინფორმაციით, COVID-19-თან დაკავშირებული უპრეცედენტო რეალობის წყალობით, ადგილი მართლაც აქვს გლობალურად სოციალურ, პოლიტიკურ და იურიდიულ გამოწვევებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ამასთან, შეგვახსენებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების სისტემაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კანონიერი სასამართლოს უფლება.

გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდებს ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალედ გამოეხმაურონ მოვლენებს და საგანგებო ზომები პროპორციულად, სამართლიანად და არა-დისკრიმინაციულად დააწესონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG