ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აფართოებს


პარასკევს, ავსტრალიის ხელისუფლებამ სიდნეის მოსახლეობა გააფრთხილა “კოვიდ-19” შემთხვევების მკვეთრი ზრდისთვის მოემზადონ. ქვეყნის უდიდეს ქალაქში ორი დღის განმავლობაში ინფიცირების სარეკორდო რაოდენობა აღირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ “დელტა” ვარიანტის აღმოსაფხვრელად, ქალაქი ერთი კვირაა ჩაკეტილია.

გასული 24 საათის განმავლობაში, სიდნეიში ადგილობრივი ინფიცირების 279 შემთხვევა აღირიცხა. ერთი დღით ადრე ქალაქში 259 შემთხვევა იყო. ახალ სამხრეთ უელსში, 262 შემთხვევის შემდეგ ახალი რეკორდი, 291 ინფიცირება დადასტურდა. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და შტატში გარდაცვალებების რიცხვმა 22-ს მიაღწია.

მსხვერპლი აღმოჩნდა დაახლოებით 60 წლის აუცრელი ქალი, რომელიც ჯანდაცვის მუშაკისგან დაინფიცირდა და სიდნეის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომავალ კვირებში მოსალოდნელი კარანტინის წინ, ხუთშაბათ საღამოს, შტატის დედაქალაქ მელბურნში, ჩაკეტვის საწინააღმდეგო პროტესტმა იფეთქა.

ინფიცირების ბოლო ტალღის შესაკავებლად, პარასკევისთვის, ავსტრალიის 25 მილიონიანი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი მკაცრ კარანტინში იმყოფება, მათ შორის ქვეყნის სამ უდიდეს ქალაქში, სიდნეიში, მელბურნში და ბრისბენში.

ავსტრალიამ ასევე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი აამოქმედა. მოქალაქეებმა ქვეყნიდან გასასვლელად გამონაკლისის დაშვება უნდა ითხოვონ, ავსტრალიაში შემსვლელმა უცხოელმა მოგზაურებმა კი, რომელთა რიცხვი კვირაში არა უმეტეს 3 ათასით განისაზღვრება, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG