ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში


დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს და საგარეო ურთეირთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდება

12-14 ნოემბერს ვაშინგტონში ჩამოდის დელეგაცია , რომელსაც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი უხელმძღვანელებს. ვიზიტის მიზანია , მიაწოდოს ამერიკელ პოლიტიკოსებს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების შესახებ.

დელეგაციის წევრები არიან ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები. მათ შორის ენდრიუ კოქშალი ,ნილ დანი, ნინო სუქნიძე, გიორგი ისაკაძე, კლიფ ისააკი და სხვები.

დელეგაცია გამართავს ფორუმებსა და მრგვალი მაგიდის შეხვედრებს, რომლებსაც ორივე პარტიიდან ამერიკელი კონგრესმენები, სენატორები და საგარეო ურთეირთობათა კომიტეტის წევრები დაესწრებიან.

დისკუსიები, პრეზენტაციები და შეხვედრევი გაიმართება ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრში, კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდსა და ატლანტიკური საბჭოში.
XS
SM
MD
LG