ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: ეს არჩევნები კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო რეფორმები


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში აკვირდებიან და საერთო სურათი საკმაოდ განსხვავებულია. მისი თქმით, საელჩოს აქვს ინფორმაცია მედიაზე, დამკვირვებლებზე თავდასხმების, ფიზიკური დაპირისპირებების და სხვა ფაქტების შესახებ. ამასთან, ელჩი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დეგნანის განცხადებით, ეს არჩევნები კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს გასულ ზაფხულს მიღებული საარჩევნო რეფორმები. ის ამბობს, რომ ქვეყანაში იყო გარკვეული გაუმჯობესება და კერძოდ გაუმჯობესებული გადათვლის სისტემა, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. იყო წარმატების მაგალითები და მაგალითისთვის, ეს იყო საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება განსხვავებულ პარტიებს შორის. მან დასძინა, რომ "ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG