ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ავღანეთს მოულოდნელად ეწვია


პანეტა ავღანეთს მოულოდნელად ეწვია

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთს მოულოდენლად ეწვია. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ 2011 წელი იყო გარდატეხის წელი 10 წლიანი ომის პირობებში.

ქაბულში ლეონ პანეტა შეხვდა ავღანეთში შშ-ის ჯარების მეთაურს, გენერალ ჯონ ალენს. პანეტამ აღნიშნა რომ მისი ვიზიტის მიზეზი იმ მიღწევების შეფასებაა, რომელსაც სამხედროებმა ავღანეთში მიაღწიეს. მან კმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ 2011 წელს შემცირდა ძალადობების რიცხვი, რაც ახლა ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG