ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ექიმებზე თავდასხმა მოხდა


გასული წლის დეკემბერში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პოლიომიელიტის ჯგუფის 9 წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ერთი პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა. დაზარალებულები ექიმთა ჯგუფს იცავდნენ, რომელიც რეგიონში პოლიომიელიტის ვაქცინაციას ატარებდა.

ინციდენტი ოთხშაბათს მარდანის რაიონში მოხდა. მედიცინის მუშაკები არ დაზარალებულან, რადგან ისინი შენობაში პოლიომიელიტის აცრის პროცედურას ატარებდნენ.

ინციდენტი ერთერთია იმ თავდასხმებს შორის, რომელიც გაეროს პოლიომელიტის სავაქცინაციო კამპანიის წინააღმდეგ ბოლო დროს ხორციელდება. გასული წლის დეკემბერში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პოლიომელიტის ჯგუფის 9 წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG