ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსახიობი დები რეინოლდსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა


დები რეინოლდსი შვილთან - კერი ფიშერთან ერთად

ამერიკელი მსახიობი დები რეინოლდსი გუსინ გულის შეტევით გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალამდე ერთი დღით ადრე მისი ქალიშვილი, ასევე ცნობილი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა.

84 წლის რეინოლდსი კალიფორნიაში, ბელერლი ჰილსში, მისი შვილის სახლში გახდა ცუდად. ლეგენდარული მსახიობი სასწრაფო დახმარების გამოძახებიდან მალევე ჰოსპიტალში მოათავსეს.

რეინოლდსის გარდაცვალება მედია საშუალეებთან მისმა შვილმა ტოდ ფიშერმა დაადასტურა. “ის ახლა კერისთან არის და ჩვენ, ყველანი, გულნატკენნი ვართ,” უთხრა მან ჟურნალისტებს.

1952 წელს რეინოლდსმა კინო კლასიკა “სიმღერა ცეკვაში” ითამაშა. 1973 წელს მიუზიკლ “ირენში” შესრულებული როლისთვის ის თეატრალურ ჯილდო ტონიზე იყო წარდგენილი.

2015 წელს რეინოლდსმა კინომსახიობთა გილდიის საპატიო პრემია მიიღო მსოფლიო კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG