ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპასეთის ყურეში დიპლომატიური კრიზისი გრძელდება


ყატარი
ყატარი

საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების თქმით, ისინი ყატარს მიცემულ ვადას 48 საათით გაუგრძელებენ, რათა ქვეყანამ მათი მოთხოვნები შეასრულოს. ვადა ორშაბათ საღამოს იწურება და მისი გაგრძელება „კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის“ მიზნით ქუვეითმა მოითხოვა.

ოთხმა არაბულმა ქვეყანამ - ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა - ორი კვირის წინ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. გადაწყვეტილების მიზეზად მათ ყატარის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა დაასახელეს.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, ოთხი ქვეყანა ყატარს "ალ-ჯაზირას" სატელევიზიო ქსელის დახურვასაც სთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG