ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის სასამართლომ ერდოღანის დაცვის წევრები დამნაშავედ სცნო


ვაშინგტონი, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია
ვაშინგტონი, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია

ვაშინგტონში ნაფიცმა მსაჯულებმა 19 ადამიანი, მათ შორის 15 თურქული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დამნაშავედ სცნო. საქმე ვაშინგტონში, ერდოღანის ვიზიტისას მის დაცვასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებას შეეხებოდა. დაცვის წევრებს ბრალი დანაშაულის ჩადენის კონსპირაციის მუხლით წარუდგინეს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​

თურქული მხარის განცხადებით, დაცვა „თავს იცავდა“, და დემონსტრანტები „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK)” იყვნენ კავშირში, თუმცა ამის სამხილი მათ არ წარუდგენიათ.

ვაშინგტონის პოლიციას დემონსტრანტების დაცვა გაუჭირდა, რომლებსაც ჩანაწერის მიხედვით, არ მოუხდენიათ თავდასხმა ერდოღანის მხარდამჭერებზე. შეტაკებების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

შეტაკების ვიდეო ამერიკის ხმის თურქულმა რედაქციამ გაავრცელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG