ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეიტონის დოკუმენტის მნიშვნელობა


დეიტონის დოკუმენტის მნიშვნელობა

ბოსნიის კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანალოგი არ ჰქონია ევროპის კონტინენზე. სერბების აგრესიიის შედეგად, ამ ბალკანურ სახელმწიფოში ორასი ათასი ადამიანი დაიღუპა და ორი მილიონი ადამიანი დევნილად იქცა. ევროპული სახელმწიფოები, თავდაპირველად აუღელვებლად ადევნებდნენ თვალს მიმდინარე სისხლისღვრას. ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ხატოვნად შეაჯამა ამერიკული საზოგადოების დამოიკიდებულება ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე მან კონგრესის ოპოზიციას გაუსვა ხაზი ამერიკის ინტერვენციის წინააღმდეგ, როცა თქვა, რომ ამერიკას ამ რეგიონში არაფერი ესაქმებოდა. თუმცა მაშინ ბეიკერის ამ მოსაზრებას პრეზიდენტი კლინტონი არ ეთანხმებოდა.

კლინტონი: „პირველ რიგში, უნდა გვეფიქრა, რომ ცივი ომის შემდეგ ამერიკას ევროპასთან და ნატოსთან ურთიერთობების დახვეწა ესაჭიროებოდა და რომ ჩვენი იმედები კომუნიზმის დანგრევის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასამყარებლად ფუჭი არ აღმოჩენილიყო. „

კლინტონმა ეს კომენტარები გუშინ, ნიუ იორკის უნივერსიტეტში, დეიტონის შეთანხმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს გააჟღერა. მონაწილეთა შორის იყვნენ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, ამერიკელი გენერალი ვესლი კლარკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეთრინ ეშტონი. მომხსენებლებმა ომის საშინელებები გაიხსენეს და ის ზეწოლა, რომლის შედეგადაც სერბეთი მოლაპარაკებებზე წავიდა. შეგახსენებთ, რომ სერბეთისთვის დადგენილ ზომებს შორის იყო ეკონომიკური სანქციები, ნატოს მიერ სერბული ძალების დაბომბვა და ბოსნიელების შეიარაღება.

ამერიკის ყოფილი ელჩი ხორვატიაში, პიტერ გალბრაითი იხსენებს, რომ მაშინ მსოფლიო საზოგადოებას ალტერნატივა არ ჰქონდა:

გალბრაითი: „სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის პირობებში ჩვენ ახლა შესაძლოა ბოსნია-ხორვატიის ომის მეოცე წლისთავზე გვესაუბრა. შესაძლოა ხორვატიაში სულაც კიდევ ერთი კვიპროსი მიგვეღო, სადაც სერბეთი დომინანტური ძალა იქნებოდა, ან ბოსნია, სადაც მიმდინარე კოფნლიქტის პირობებში ტერორიზმის ახალი კერა რეალობა იქნებოდა.“

გუშინდელი შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დეიტონის დოკუმენტი იდეალური ხელშეკრულება არ ყოფილა, თუმცა მისი წყალობით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობა იქნა მიღწეული.

XS
SM
MD
LG