ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2014 წლის "მის ამერიკა"


ნინა დავულური პირველი ინდოელია, ვინც ამერიკის ლეგენდარული კონკურსის საპატიო ტიტული მოიპოვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
ბმული

ყველაფერი ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ატლანტიკ სითიში 2014 წლის მის ამერიკის კონკურსზე მოხდა.

„ წლევანდელი მის ამერიკა გახდა ნიუ იორკის შტატის ლამაზმანი ნინა დავულური.“

ნინა დავულური წარმოშობით პირველი ინდოელია, ვინც ამერიკის ლეგენდარული კონკურსის საპატიო ტიტული მოიპოვა.

24 წლის დავულურის ცხოვრება ამეირიდან რადიკალურად შეიცვლება. მოგებული 50,000 დოლარიანი სტუდენტური გრანტით ნინა სამედიცინო სკოლაში ისწავლის. მის ამერიკა ასევე ერთი წლის განმავლობაში სტემის სისტემის სკოლის პრესცენტრის მდივანი იქნება და ვაშინგტონში განათლების სამინისტროსთან ითანამშრომლებს.

2014 წლის სილამაზის კონკურსში მონაწილეობას 52 გოგონა იღებდა. თითოეული შტატის სახელით კონკურსზე თითო ლამაზმანი გამოდიოდა. 50 შტატს პუერტო რიკოს და ამერიკის ვირჯინის კუნძულების მომხიბვლელი გოგონებიც დაემატნენ.

ორი წლის განმავლობაში ნინა დავულური უკვე მეორე ნიუ იორკელი ლამაზმანია, ვინც მის ამერიკის ტიტულის მფლობელი ხდება. დავულურის ქვეყნის ლამაზმანის გვირგვინი თავზე გუშინ ატლანტიკ სითიში დაადგეს.
ნინა დავულური ამერიკაში დაბადებული ინდოელია. ექიმების ოჯახში გაიზარდა და მიჩიგანის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი სამედიცინო დარგში აიღო. ინდური ფესვების მქონე ლამაზმანს ოჯახში ეროვნული ტრადიციების და კულტურის პატივისცემა ასწავლეს. თუმცა ნინა საკუთარ თავს მაინც ჭეშმარიტ ამერიკელად მიიჩნევს.

მიუხედავად უზადო სილამაზისა, ნინა დავულურის კონკურსში გამარჯვებას შეერთებულ შტატებში უამრავი კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ამ თემას ათასობით ადამიანი გამოემხაურა. ზოგიერთმა გეოგრაფიის უცოდინარმა ნინა დავულურის მუსულმანობა და ტერორიზმის ქვეყნის წარმომადგენლობა დასწამა, ზოგმა კი გულახდილად აღიარა, რომ მის ამერიკად ინდოელი გოგონას ნახვა არ სურდა.

ასეა თუ ისე, ნინა დავულური 2014 წლის მის ამერიკის ტიტულს კიდევ ერთი წელი ატარებს. იგი იმოგზაურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და სარეკლამო რგოლებსა და საქველმოქმედო აქციებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
XS
SM
MD
LG