ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური ფორუმი დავოსში ხვალ აიღებს სტარტს


ეკონომიკური ფორუმი დავოსში ხვალ აიღებს სტარტს

დასავლეთის ქვეყნების ნელი ეკონომიკური პროგრესი და აღმოსავლეთში მზარდი ეკონომიკის სახელმწიფოების გაძლიერება წლევანდელი მსოფლიო დროს დებატების მთავარი საკითხები იქნება.

ფორუმი ხვალ შვეიცარიის ქალაქ ეკონომიკური ფორუმის დავოსში აიღებს სტარტს.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი პარიზიდან მოგვითხრობს რომ ხვალინდელი შეხვედრა ერთერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალი რანგის ფორუმია, რომელიც წლის განმავლობაში მსოფლიოს ლიდერების, ბიზნესმენების და გასართობი ინდუსტრიის ვარსკვლავების მონაწლეობით ტარდება.

დავოსის ფორუმის ორგანიზატორებმა ცოტა ხნის წინ გლობალური რისკების ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე სავარაუდოდ ფორუმის განსახილველი ყველაზე მწვავე და ამავე დროს, მსოფლიოს წინაშე არსებული გადაუდებელი საფრთხეების შესახებ განაცხადეს, კლიმატის ცვლილებისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტის, მიგრაციისა და სახელმწიფო ვალის ჩათვლით.

შვეიცარიელი ეკონომისტი და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი გვეუბნება:

შვაბი: „მსოფლიოს წინაშე არასდროს მდგარა ამდენი მწვავე და კომპლექსური პრობლემა.

შესაბამისად, დავოსის ფორუმის მიზანი იქნება არა ამ პრობლემების განხილვა, არამედ მათი სისტემური, სტრატეგიული შეფასება და დადგენა იმისა, თუ გლობალურ ჭრილში რომელი პრობლემაა მნიშვნელოვანი და რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასარეგულირებლად.“

ჩინეთი და ინდოეთი განხილვის მთავარი საკითხები იქნება, მათ შორის ამ ქვეყნებში მიმდინარე ინფლაცია, ვაჭრობა, და ვალუტის დისბალანსი პეკინსა და დასავლეთს შორის.

საიმონ თილფორდი, რომელიც ლონდონში არსებული ევროპული რეფორმების ცენტრის მთავარი ეკონომისტია ამბობს, რომ განხილვის უთავრესი თემები ასეფე იქნება ნელი ეკონომიკური გაჯანსაღება ამერიკასა და ევროპაში.

ფორუმში მონაწილეობას ორიათასხუთასი დელეგეტი მიიღებს, მათ შორის იქნებიან მსოფლიოს სახელმწფოთა 35 ლიდერი, 1400 ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელი და სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი.

მოსკოვში მომხდარი აფეთქებების გამო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მისი ვიზიტი გადადო.

გამომსვლელებს შორის იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც სავარაუდოდ საგრანგეთის მიერ დიდი ოცეულის პრეზიდენტობისას დაგეგმილ სვლებს მიმოიხილავს.

გუშინ სარკოზიმ ამ საკითხს პარიზში სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა.

დამსწრეთა წინაშე გამოვლენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პირი ჯაკობ ზუმა

XS
SM
MD
LG