ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა


დავით უსუფაშვილი ნიუ-იორკში

მსოფლიოს 140 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ნიუ-იორკში მშვიდობაზე, დემოკრატიაზე და განვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბა. დავით უსუფაშვილმა მსოფლიოს სპიკერებს ხუთწუთიანი სიტყვით მიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიები და ქვეყნები, რომელთა მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო მსოფლიოში კონფლქიტები და სისხლისღვრა ხდება - პარლამენტის სპიკერის გამოსვლის მთავარი ადრესატი რუსეთი იყო, თუმცა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციისთვის, რომლისთვისაც რუსეთის ფედერაციის პარლამენტის სპიკერს, ვალენტინა მატვიენკოს უნდა ეხელმძღვანელა, შეერთებული შტატების ვიზები უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო არ გაიცა.

დავით უსუფაშვილი: საქართველო არის ერთ-ერთი მსხვერპლი საერთაშორისო სისტემის, სამართლის დამრღვევი სახელმწიფოების ქმედების, მხედველობაში მქონდა რუსეთი. ვისაუბრე საქართველოს ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და მივმართე კოლეგებს, რომ ასეთი საკითხების მიმართ არ შეიძლება ვიყოთ გულგრილი და ასევე ჩვენ, ქართველები მხარში უნდა დავუდგეთ იმ ქვეყნებს და ხალხს, რომლებიც თავად არიან ძალადობის და აგრესიის მსხვერპლი. ის რომ ამ ღონისძიებას ვერ ესწრება რუსეთის პარლამენტის დელეგაცია დიდი სურვილის მიუხედავად, ეს არის შედეგი იმ სანქციების, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ. და თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვერ არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია განწყობა მსოფლიოში და როგორია რუსეთის პოლიტიკა, რომელიც არ ეწერება ამ საერთაშორისო სისტემაში.

დავით უსუფაშვილს გაეროს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირის ქვეყნების სპიკერებთან, კოლეგებთან ნატოს წევრი-ქვეყნებიდან და იმ აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, რომელთანაც მუშაობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით მიმდინარეობს. კანადის სენატის სპიკერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კანადის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ლეო ჰაუსაკუსის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ორი ქვეყნის პარლამენტის და დიპლომატიური უწყებების სამომავლოდ უფრო მჭიდრო მუშაობის თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს. კანადა მხარს უჭერს ყველა დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორიულ იტეგრაციას. კანადა ბევრ ქვეყანას დაუდგა გვერდით რომლებიც თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნებს წარმოადგენენ. ბოლო დიპლომატიური მხარდაჭერა ამ მხრივ უკრაინას ჰქონდა. კანადათავის საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, განაცხადა კანადის სენატის სპიკერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე.

დავით უსუფაშვილი: მე ზოგადად მომხრე ვარ, რომ მთავრობა იყოს სტაბილური. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მთავრობა არის ორგანო სადაც ამ ტიპის ცვლილებები დება. ვერცერთ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ დავასახელებთ სადაც მინისტრთა კაბინეტი არის უცვლელი. აქცენტები ზოგჯერ მთავრობას სჭირდება გააკეთოს ისეთი,როგორზეც ახლა არის საუბარი, რომ საგარეო ურთიერთობებში ჩვენ გვჭირდება საგარეო-სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და გიორგი კვირიკაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი და მაღალი რანგის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ ის წარმატებით გაართმევს თავს ამ საქმეს. დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც ბევრი წელია სერიოზული ფუნქცია აკისრია როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენელს,ისე მთავრობის წევრს - ის გააგრძელებს მუშაობას, რადგან მას აქვს უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ევრო-ინტეგრაციის მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დროს ქართულ ტელე-სივრცეში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მედია-საშუალებებს სთხოვს და ურჩევს რომ პოლიტიკური თოქ-შოუების შემცირების ნაცვლად მათთვის გამოყოფილი საეთერო დრო გაზარდონ.

დავით უსუფაშვილი: თუ ჩავთვლით, რომ ამ გადაადგილებებში, რომელიც მედია სივრცეში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყების წინ ხდება, ურევია, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელი, მაშინ ისიც უნდა დავასკვნათ რომ ეს პოლიტიკური ცენტრი ან ჯგუფი არ ყოფილა მთლად გონივრული და გონიერი. იმიტომ რომ თანამედროვე პირობებში, მსოფლიოში ან საქართველოში ამ ტიპის ჩარევებით მედიაში, ჟურნალისტურ საქმიანობაში არანაირის სიკეთე და კარგი იმ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიუღია და ვერც მიიღებს თუკი ვინმე ამას გააკეთებს. მე გამოვრიცხავ რომ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში ვინმეს არ ესმოდეს რომ ამ ტიპის საქმეები დაუშვებებლი და მიუღებელია თავისთავდ ის ფაქტი რომ ცნობილი ჟურნალისტი ან ცნობილი ჯგუფია მედია-საშუალება ასეთ განცხადებას აკეთებს ეს უკვე არის დამაზარალებელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფისთვის და ამიტომ ამის შეგნებულად და მიზანმიმართულად გაკეთება არის გამორიცხული.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნიუ იორკში დღეს სრულდება. ჯერჯერობით, საბოლოოდ ისევ არ არის გადაწყვეტილი როგორი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სექტემბრის ბოლოს გაეროს საიუბილეო გენერალურ ასაბლეაზე დასასწრებად. ჩამოვლენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ერთად თუ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. 24 სექტემბერს ნიუ იორკში ვაშინგტონიდან პრეზიდენტ ობამასთან ერთადრომის პაპი ფრანცისკი ჩამოდის. მშვიდობის დამყარებაზე და შემწყნარებლობაზე პაპი მსოფლიოს გაეროს 70 წლის იუბილეზე გაეროს ტრიბუნიდან მიმართავს.

XS
SM
MD
LG