ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრიდი: საქართველოს წინა მთავრობამ ბოლო წლებში ხალხთან უდიერი მოპყრობა დაიწყო - სამწუხაროა, თუ ისტორია მეორდება


დანიელ ფრიდი, ატლანტიკური საბჭო
დანიელ ფრიდი, ატლანტიკური საბჭო

დანიელ ფრიდი, რომელიც ვაშინგტონში დაფუძნებული "ატლანტიკური საბჭოს" ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარია, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე ყოფილი დიპლომატია. ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ელჩის და რამდენიმე სხვა წამყვან პოზიციაზე ათწლეულების მანძილზე მუშაობდა. სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლოს მას შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორის პოზიცია ეკავა. დანიელ ფრიდს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზებაზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორ შეაფასებთ თვითონ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა შედგა? კარგი იდეა იყო ეს, თუ ცუდი?

მე არ მეშინია იმის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შედგეს, იმ შემთხვევვაში, თუ საქართველომ უცებ რაღაცა სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია რუსეთთან, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო იქნება. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს.


ვფიქრობ, ქვეყნების მიერ ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის კარგი იდეაა მაშინაც კი, თუ ეს ქვეყანა მოწინააღმდეგეა და რუსეთი ჯერ ისევ არის საქართველოს მოწინააღმდეგე. მე არ მეშინია იმის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შედგეს, იმ შემთხვევვაში, თუ საქართველომ უცებ რაღაც სახის ფარულ შეთანხმებას არ მიაღწია რუსეთთან, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო იქნება. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს. ამიტომ, არ მინდა შევაფასო ის, თუ ჩემი აზრით რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის მიმართულებაზე და ამით ჩემი ნათქვამი საქართველოში პოლიტიკური დაყოფის ნაწილად ვაქციო.

თქვენ ახლახან დაბრუნდით საქართველოდან. რას ფიქრობთ არსებულ პოლარიზებულ გარემოზე? ხედავთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ძალები ზოგიერთი მნიშნვალოვანი თემის გარეშემო გაერთიანდნენ?

ეს, ძირითადად, მთავრობაზეა დამოკიდებული. ვიცი, მთავრობა იმას იტყვის, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ოპოზიცია უნდა დაგვეხმაროსო. თუმცა, ძალაუფლებაში მყოფ ადამიანებს ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმდებლობა აკისრიათ. მახსოვს, სააკაშვილის მმართველობა დაღმავლობისკენ როგორ წავიდა. ეს მაშინ მოხდა, როცა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ საქართველოს საზოგადოების მიმართ გარკვეული უპატივცემლობის გამოხატვა დაიწყო, რომ ეგონათ ხალხს გადაუვლიდნენ და მხოლოდ თვითონ იცოდნენ, თუ რა იყო საუკეთესო ქვეყნისთვის. ამით, მათ საკუთარი პოლიტიკური მანდატის გაფლანგვა დაიწყეს. მათ ქვეყნისთვის ბევრი კარგი გააკეთეს, განსაკუთრებით მმართველობის პირველ წლებში.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა დემოკრატიულად არჩეული, ლეგიტიმური და აღიარებული მთავრობაა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. მაგრამ ივნისის დემონსტრაციები და პარლამენტში მომხდარი ის უცნაური მოვლენა [გავრილოვის ვიზიტი] მაფიქრებინებს იმაზე, ხომ არ გვაქვს საქმე ისტორიის გამეორებასთან. თუ ეს ასეა, ეს სამწუხარო იქნება.


ამისთვის ისინი აღიარებას იმსახურებენ და მე მათ ამ მიღწევევებს ვაღიარებ. მაგრამ ის თემები, რის გამოც ისინი ხალხმა გადაირჩია, უკავშირდება საქართველოს საზოგადოების მიმართ უპატივისმცემლობას და ყურადღების მოდუნებას/სიზარმაცეს დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. მათი ნაწილი ამას აღიარებს. საბოლოო ჯამში, ისინი დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდნენ, რასაც ისინი არ შეეწინააღმდეგნენ და სააკშვილი და მისი ხალხი, უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატიული მეთოდებით წავიდნენ ხელისუფლებიდან და ეს დღემდე დასაფასებელია. ეს აღსანიშნავი მომენტი იყო.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა დემოკრატიულად არჩეული, ლეგიტიმური და აღიარებული მთავრობაა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. მაგრამ ივნისის დემონსტრაციები და პარლამენტში მომხდარი ის უცნაური მოვლენა [გავრილოვის ვიზიტი] მაფიქრებინებს იმაზე, ხომ არ გვაქვს საქმე ისტორიის გამეორებასთან. თუ ეს ასეა, ეს სამწუხარო იქნება.

როცა საქართველოში ვიყავი, დამრჩა განცდა, რომ მთავრობა მზადაა ოპოზიციასთან ითანამშრომლოს, ოღონდ საკუთრი პირობების გათვალისწინებით. ვფიქრობ, მათ, ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, დიალოგის კარგი ტონი თვითონ უნდა დააწესონ. დემოკრატია არ არის ფუფუნება. დემოკრატია იმის საფუძველია, რომ საქართველომ მსოფლიოს თავი დააფასებინოს, იმისთვის, რომ ქვეყანას სერიოზულად მოეპყრონ და დიდი ევროპის სრულფასოვან წევრად ჩათვალონ. ვფიქრობ, კარგი იქნება მთავობამ ეს გაითვალისწინოს.

ამერიკელისთვის მარტივია იმის თქმა, რომ ქართველებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. შეხედეთ რა ხდება ჩვენს პოლიტიკაში...


ოპოზიცია?

ოპოზიცია, თავის მხრივ, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. მომავალ წელს საქართველოში არჩევნებია და ისინი საქართველოს მოსახლეობას უნდა ელაპარაკონ, საკუთარი ხედვები შესთავაზონ და არჩევნებში გამარჯვება ქართველი ხალხის დარწმუნებით სცადონ.

ამერიკელისთვის მარტივია იმის თქმა, რომ ქართველებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. შეხედეთ, რა ხდება ჩვენს პოლიტიკაში...

არის თუ არა საჭირო ოპოზიციურ პარტიებს შორის იყოს რაიმე სახის ერთობა?

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ საუკეთესო ტრადიციების და არა ჩვენი ყველაზე ცუდი პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოვიქცეთ.


ისინი ერთმანეთს უნდა ესაუბრონ. ხშირად, როცა ქვეყნებში ამერიკის საელჩოს კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ჭერის მიცემა შეგვიძლია. ეს ნეიტრალური "ჭერია", სადაც ყველას შეუძლია ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნეიტრალურობა შევინარჩუნოთ. საქართველოს პოლიტიკაში წარმოუდგენელია რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოება. ამერიკა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს იმიტომ, რომ ის ქვეყნის მიერ არჩეული ლეგიტიმური მთავრობაა და ოპოზიციასთან ვთანამშრომლობთ იმის გამო, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ.

მაგრამ ღვთის გულისათვის, ქართველებს არ უნდა სჭირდებოდეთ ამერიკელების მიერ უზრუნველყოფილი ნეიტრალური ჭერი იმისთვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. მათ უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან შეხვედრა, მშვიდი დიალოგი ისე, რომ ერთმანეთი არ გაანადგურონ.

ესეც სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად და ქართველებმა შეიძლება მითხრან, რომ მე ვინ ვარ იმისთვის, რომ ამას ვამბობდე პოლიტიკურ პოლარიზებაზე მაშინ, როცა ვაშნგტონში ასეთი ამბები ხდება. ამაში მართლები იქნებიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ საუკეთესო ტრადიციების და არა ჩვენი ყველაზე ცუდი პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოვიქცეთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG