ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გამომძიებლები დაღესტანში ჩავიდნენ


გამომძიებლები ბოსტონის აფეთქების ორი ეჭვმიტანილი ორგანიზატორის მშობლებს დაკითხავენ

ამერიკელი გამომძიებლები დაღესტანში ჩავიდნენ, რათა ბოსტონის აფეთქების ორი ეჭვმიტანილი ორგანიზატორის მშობლები დაკითხონ.
რუსეთში, ამერიკის საელჩოს განცხადებით, ამერიკელი გამომძიებლების ჯგუფი რუსეთის ხელისუფლებასთან მუშაობს.
ცნობილია, რომ ერთერთმა ეჭვმიტანილმა-ტამერლან ცარნაევმა შარშან დაღესტანსა და ჩეჩნეთში ექვსი თვე გაატარა. გამომძიებლები არკვევენ ქონდა თუ არა მას ამ პერიოდში შეხება რადიკალური მიმდინარეობის პირებთან.
გუშინ, ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული მოგზაურობის მნიშვნელობა განიხილეს და რუსეთსა და ამერიკას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის საჭიროება აღნიშნეს. სენატორმა ლინდსი გრაამმა თქვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ არაფერი იცოდა ცარნაევების მოგზაურობის შესახებ დაღესტანში. სენატის სადაზვერვო კომიტეტში გამოსვლისას, ამერიკის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯანეტ ნაპოლიტანომ კი აღნიშნა, რომ ცარნაევის დაბრუნებამდე ამერიკაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს გაფრთხილება ცარნაევის შესახებ ამოიწურა.
XS
SM
MD
LG