ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის ფინანსური კრიზისი


კვიპროსის ლიდერები შექმნილ მძიმე

კვიპროსის ლიდერები ფინანსური კრიზისის მოგვარებას ცდილობენ, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით უარყო ეკონომიკური დახმარების გეგმა, რომელიც მას საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა შესთავაზეს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად.

პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრისტოსტომოსმა განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის სამთავრობო ბონდებში ინვესტიცია განახორციელოს.

საერთაშორისო დონორები 13 მილიარდი დოლარის დახმარების სანაცვლოდ კვიპროსისგან საბანკო ანგარიშების დაბეგვრას მოითხოვენ. ამ წინადადების უარყოფამ შესაძლოა დეფოლტი და კვიპროსის გამოსვლა გამოიწვიოს ევროზონიდან.
XS
SM
MD
LG