ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერდანაშაულის ბრალდებით ორ რუს ჰაკერს ეძებენ


ამერიკელმა და ბრიტანელმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის ბრალდებებში ამხილეს ცნობილი რუსი ჰაკერი. მაქსიმ იაკუბეცს ბრალად საერთაშორისო დონეზე, ათი წლის განმავლობაში კიბერდანაშაულებში მონაწილეობა ედება, რომლის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს ათობით მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

32 წლის იაკუბეცს ბრალი ორ სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკერულ და საბანკო თაღლითობის სქემებში მონაწილეობაში ედება. პირველ შემთვევაში, იაკუბეცმა ამერიკული და სხვა ბანკებიდან, კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით, მილიონობით დოლარი მოიპარა. მეორე საქმეში, იაკუბეცს, რუსეთის მოქალაქე იგორ ტურაშევთან ერთად, საბანკო ინფორმაციის და პირადი ინფორმაციის მითვისება ედება ბრალად.

ორივე ბრალდებულის წინააღმდეგ, საქმე აშშ-ის პენსილვანიის შტატში მიმდინარეობდა. მათ ბრალი დაუმტკიცდათ. ამ ეტაპზე, ორივე დამნაშავე თავისუფლად გადაადგილდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG