ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერუსაფრთხოების გამოწვევები დისტანციური საქმიანობის დროს იზრდება


აშშ-ში, კორონავირუსის ზრდის შესაჩერებლად მიმართული სტრატეგია უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს ქვეყნის კიბერ ინფრატრუქტურეზე, რაც პოტენციურად, მას ყველზე უფრო მოწყვლად პოზიციაში აგდებს, ვიდრე ოდესმე.

ამერიკის სახელმწიფო უწყებები, ათასობით ბიზნეს სტრუქტურა და მილიონობით ამერიკელი, რომლებიც მოულოდნელად დისტასნციურ მუშაობაზე გადავიდნენ და რომლებსაც ამ ბიზნესებისა და მომსახურების შენარჩუნება ევალება, უეცრად ძალიან სუსტ პოზიციაში აღმოჩნდნენ საკუთარი ინტერნეტ კავშირის და პირადი კიბერ ჰიგიენის ამარა დარჩენილები.

შედეგად, სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებით, მივიღეთ სიტუაცია, რომელიც კარგ შესაძლებლობას აძლევს ვირტუალური თავდასხმის მოსურნეს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენ ისურვა, "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მსგავს სიტუაციაში სარგებელს მტრები ნახულობენ.

ამ სიტუაციაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს და კერძო ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმები უკვე ხორციელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG