ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერების შესაძლო სამიზენე აშშ-ის ონლაინ საარჩევნო სისტემაა


ამერიკის კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ჰაკერები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ სისტემაში შეიჭრნენ, სავარაუდოდ, სხვა თავდასხმებსაც გეგმავენ.

“ამერიკის ხმის” გადაცემაში “Hashtag VOA” (http://www.voanews.com/media/video/3445885.html?z=0&zp=1) ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომდევნო სამიზნე, სავარაუდოდ, ამერიკის ონლაინ საარჩევნო სისტემა იქნება.

პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული იმეილები ვებგვერდმა “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა. კორესპონდენციის შინაარსის თანახმად, პარტიის ხელმძღვანელობა, რომელიც დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ მიუკერძოებელი უნდა ყოფილიყო, ჰილარი კლინტონს ბერნი სანდერსთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა. იმეილების გამოქვეყნების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კონგრესმენი დები ვასერმან შულცი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

კიბერ უსაფრთხოების ანალიტიკოსი რიჩარდ ფორნო ამბობს, რომ ამ თავდასხმით ის დადასტურდა, რომ უცხოელ ჰაკერებს ამერიკაში პოლიტიკური მიზნების მიღწევა შეუძლიათ. წარმატებულმა თავდასხმამ ასევე შეიძლება სხვა ჰაკერებიც წაახალისოს, რომ მათ უფრო კომპლექსური და მასშტაბური თავდასხმები განხორციელონ.

XS
SM
MD
LG