ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბელი მიგრანტების პირველი ჯგუფი მაიამიში ჩავიდა


ცენტრალური ამერიკის ლიდერების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კუბელი მიგრანტების პირველი ჯგუფი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. 180 მიგრანტი მაიამიში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ამერიკის საზღვარი გასული კვირის ბოლოს ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოში გადაკვეთა.

შეთანხმების თანახმად, ამერიკაში ჩასვლამდე კუბელები ჯერ კოსტა-რიკაში, შემდეგ კი ელ-სალვადორში ჩადიან, საიდანაც ამერიკის საზღვრამდე ავტობუსებით მიდიან. ამერიკის მთავრობის გათვლებით კუბელი მიგრანტების ელ სავადორში ჩაყვანას დაახლოებით 28 რეისი დასჭირდება.

XS
SM
MD
LG