ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის პირველი ექსპორტი ამერიკაში 50 წლის შემდეგ ხის ნახშირი იქნება


კუბა-ამერიკის ურთიერთობები

ნახშირი კუბის პირველი ექსპორტია უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 იანვარს კუბის სახელმწიფო კომპანია „კუბაექპორტს“ და ამერიკის „კოაბანა ტრეიდინგს“ შორის შეთანხმება შედგა, რომელის მიხედვითაც, აშშ ჰავანისგან ნახშირს შეიძენს. კუბას ყოველწლიურად დაახლოებით 80 000 ტონა მარაბუს ხის ნახშირი გააქვს ექპორტზე იტალიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ, ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაიწყეს. 2016 წლის 20 ივლისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ადგა 55-წლიანი ემბარგოს შემდეგ. მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა პროცესი და განაცხადა, რომ თუ უკეთესი შეთანხმება არ მიიღწევა, ის აღნიშნულ პროცესს შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG