ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის დროშა ვაშინგტონში


ვაშინგტონში საელჩოს გახსნის ცერემონიალს კუბის მთავრობის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. კუბელ კოლეგას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მასპინძლობს.

შეერთებულმა შტატებმა და კუბამ ნახევარ საუკუნეზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად წუხელ, 12 საათის შემდეგ განაახლეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა ქვეყნის დროშების გვერდით დღეს კუბის დროშაც ააფრიალეს. დიპლომატიური წარმომადგენლობებიც ორივე ქვეყანაში ამოქმედდა.

დღეს ვაშინგტონში საელჩოს გახსნის ცერემონიალს კუბის მთავრობის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. კუბელ კოლეგას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მასპინძლობს. უკვე სრულად ფუნქციონირებს ამერიკის საელჩო ჰავანაში, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა მოგვიანებით იგეგმება, როცა კუბაში გამგზავრებას ჯონ კერი შეძლებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არასაკმარის ყურადღებას ამახვილებს კუბაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლი სენატორი თვლის, რომ კუბელების შეხედულებები ადამიანის უფლებებზე არამარტო განსხვავდება ამერიკულისგან, არამედ „ერთმნიშვნელოვნად არასწორი და ამორალურია“. როჯერ ნორიეგა, ანალიტიკოსი ორგანიზაციიდან ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტი ამბობს: „იმის გამო, რომ ჩვენი დროშა ჰავანაში მაღლა აეწიათ, ვფიქრობ, ჩვენ საკუთარი სტანდარტების დაბლა დაწევა მოგვიწია“.

XS
SM
MD
LG