ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები


ფიდელ კასტრომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები
ფიდელ კასტრომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები

კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის გამო, როდესაც ის თავისი ოჯახის თვალწინ მოკლეს.

ფიდელ კასტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს დაირღვა პაკისტანის სუვერენული სახელმწიფოს უფლებები.

კუბის ლიდერის განცხადებით თავის დროზე მან სოლიდარობა გამოხატა შეერთებული შტატების მიმართ 11 სექტემბრის ტერაქტების გამო, მაგრამ ბინ ლადენის მკვლელობა და მისი ზღვაში გადაგდება მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო საშიშ პიროვნებად გადააქცევს.

XS
SM
MD
LG