ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრი საკრუიზო გემზე


ხანძრის შედეგად ხუთი დღის განმავლობაში მგზავრებს უმძიმეს პირობებში მოუწიათ ყოფნა

საკრუიზო გემის ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი დღის განმავლობაში უმძიმეს პირობებში მყოფი ადამიანები ხმელეთზე არიან და შინ ბრუნდებიან.
ოთხი ათასი ადამიანით ბორტზე, საკრუიზო გემი გასულ ხუთშაბათს, ტეხასის შტატიდან გავიდა. კვირას, გემზე გაჩენილმა ხანძარმა ელექტროენერგიის წყარო გათიშა და ხომალდი მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულიდან 240 კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდა.
მგზავრები დატბორილი ოთახებისა და მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემების შესახებ გემიდან მედიას ატყობინებდნენ. გემის ეკიპაჟი და ტურისტები სურსათის და სხვა გადაუდებელი პროდუქტების ნაკლებობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
ამერიკის სანაპირო დაცვამ და ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭომ გამოძიება გახსნეს მომხდარის მიზეზების შესასწავლად. აღნიშნული საკრუიზო გემი ბაჰამის დროშით დაცურავდა.
XS
SM
MD
LG