ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვაო ლაინდერიდან, სადაც კორონავირუსით 542 ადამიანი დაინფიცირდა, მგზავრებს უშვებენ


ასობით მგზავრს იაპონიის პორტში გაჩერებული იმ საზღვაო ლაინერის დატოვების უფლება მიეცა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ლაინერი ორი კვირაა იაპონიის სანაპიროზეა გაჩერებული და მგზავრებს მისი დატოვება არ შეეძლოთ.

იაპონიამ ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოაცხადა, როცა ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი დაუდგინა (კოვიდ 19). კარანტინის მიზანი ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილება იყო. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება აერიდებინათ თავიდან, შედეგად გემზე მყოფი 542 ადამიანი დაინფიცირდა.

ლაინერის დატოვების ნებართვა მხოლოდ ჯანმრთელ მგზავრებს მისცეს. ორშაბათს დაახლოებით 300 ამერიკელი იქნა ევაკუირებული. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე სხვა მთავრობებიც მუშაობენ.

ოფიციალურმა პეკინმა ორშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2004 მიაღია. გარდაცვალების უმეტესი შემთხვევები ჰუბეის პროვინციაში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში დაფიქსირდა. თუმცა ჩინეთის ჯანდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ოთხშაბათს 1749 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თებერვლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთლიანობაში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 74,000 გასცდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარეთ ამ დროისთვის 25 ქვეყანაში 804 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG