ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს.
საარჩევნო კომისიის განცხადებით დათვლილია ხმების 99%, ამ მონაცემების თანახმად 151 წევრიან პარლამენტში 59 ადგილი დემოკრატების კავშირმა, 56 კი სოციალ დემოკრატებმა მიიღეს. 19 ადგილი მოიპოვა ახლადშექმნილმა პარტიამ სახელად „ხიდი“.