ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალია კოვიდ 19-ის პანდემიას ვერ უმკლავდება და დახმარებას ითხოვს


კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში გერმანია პორტუგალიას ცოცხალი ძალით და სამედიცინო აღჭურვილობით ეხმარება. სამხედრო თვითმფრინავით A400M-ით გერმანიიდან პორტუგალიაში 20-ზე მეტი ექიმი და ექთანი გაიგზავნა.

თვითმფრინავში ასევე სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაა მოთავსებული. მათ შორის საწოლები, 40-ზე მეტი სასუნთქი აპარატი და პირბადეები. გერმანელი ექიმები პორტუგალიაში 3 კვირის განმავლობაში დარჩებიან.

დახმარება გერმანიამ პორტუგალიას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქვეყანაში პანდმიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. იქ ახლა საავადმყოფოები ინფიცირებულების მიღებას ვეღარ ახერხებენ და პაციენტებს რიგში ყოფნა საათობით უწევთ.

დიდია სიკვდილიანობაც, რის გამოც პორტუგალიაში მაცივრებში ცხედრების მოთავსების პრობლემაც გაჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პორტუგალიაში დღეში საშუალოდ კოვიდ 19-ი 10 000-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება, ბოლო 7 დღის საშუალო მონაცემით, იქ დღეში 300-მდე ადამიანი კვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG