ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუ - ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმო ყურადღებით აკვირდება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის მოგვიანებით გამოჩენილ ვარიანტებს შორის, სახელი კიდევ ერთს დაარქვა. აქამდე იყო ცნობილი ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტები. ახალი სახელით ცნობილ ვარიანტს "მიუ" დაარქვეს და მას მიენიჭა კლასიფიკაცია: "ინტერესის ვარიანტი". განცხადება გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ სამშაბათს გაავრცელა.

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ სარს-კოვ-2-ის ეს ვარიანტი განსაკუთრებით პრევალენტური (ფართოდ გავრცელებული) ხდება კოლუმბიასა და ეკვადორში და შესაძლოა, ვაქცინებისადმი რეზისტენტულობის ნიშნებსაც ავლენდეს. "მიუ ვარიანტს მუტაციების ისეთი კომბინაცია აქვს, რაც იმუნიტეტისგან თავის დასხლტომაზე მიანიშნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ეს ვარიანტი პირველად 2021 წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს და მისი სამეცნიერო სახელია B.1.621. მსოფლიოს მასშტაბით მიუ ვარიანტის პრევალენტობა 0.1%-ს არ აღემატება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კოლუმბიაში და ეკვადორში მისი გავრცელება "გამუდმებით იზრდება". კოლუმბიაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა 39% სწორედ მიუ ვარიანტითაა ინფიცირებული, ეკვადრორში კი - 13 %.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG