ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: "ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობა ნაკლებია"


პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის წინააღმდეგ ნაკლებ ეფექტურია. ახალი ვარიანტით ხშირია იმ ადამიანების დაავადებაც, რომლებმაც ვირუსი უკვე გადაიტანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული შეფასებისას, ორგანიზაციის ლიდერებმა თქვეს, რომ ომიკრონის მიერ ვაქცინებითა და წინა ინფიცირებით შემუშავებული იმუნიტეტის დაძლევის შესახებ ჯერ კიდევ მეტი მონაცემია საჭირო. თუმცა, შეშფოთების მიზეზების კუთხით, ომიკრონი მაღალი რისკის კატეგორიაში განიხილება.

გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც ამავე კატეგორიაში დელტა ვარიანტის განხილვა დაიწყეს, პირველად ხდება, რომ დომინანტი დელტა ვარიანტის რიცხვი მცირდება და მის ადგილს ბევრ ტერიტორიაზე უკვე ახალი, უფრო სწრაფად გადადების თვისების მქონე შტამი იკავებს.

დელტა ვარიანტი მსოფლიოში კვლავ დომინანტურია. იმ სინჯების 99.2 %-ში, რომლებსაც გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდა, მოქალაქეები სწორედ ამ ვარიანტით იყვნენ ინფიცირებულნი. თუმცა, ეს ტენდენცია იკლებს ალფა, ბეტა, გამა ვარიანტებთან შესაბამისობით და ომიკრონ ვარიანტის სწრაფი გავრცელების პარალელურად.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG