ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ევროპაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს


კოვიდ-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ აღმოსავლეთ ევროპაში ხუთშაბათს მილიონს გადააჭარბა. „როიტერის“ მონაცემებით, რეგიონში გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებლები რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში ფიქსირდება.

აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპის მოსახლეობის 39% ცხოვრობს და ევროპის მასშტაბით, სიკვდილობის ნახევარზე მეტი სწორედ აღმოსავლეთზე მოდის.

მთელ ევროპაში, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალების რაოდენობა 1 873 253-მდეა. აქედან, აღმოსავლეთ ევროპაშია 1 045 454.

რაც შეეხება რუსეთს, სიკვდილობის ოფიციალური მაჩვენებლით, მან უკვე გადაუსწრო ბრაზილიას და შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

სტატისტიკის სამსახურის, "როსტატის" მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში, კოვიდ-19-ით 87 527 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს რუსეთისთვის, ერთ თვეში დამდგარი სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით, ამ დროისთვის, მოსახლეობის 55%-ია აცრილი.

მთელ მსოფლიოში, პანდემიას ამ დრომდე 5.7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG