ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს ვერ დატოვებს


ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს ვერ დატოვებს
ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს ვერ დატოვებს

ეგვიპტის მთავარი პროკურორის ბრძანებით ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს და მისი ოჯახის წევრებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბრძანება ასევე ითვალისწინებს მუბარაქის ოჯახის ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის დადებას. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მუბარაქის ქონება რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს. ჰოსნი მუბარაქი 18 დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად თანამდებობიდან 11 თებერვალს გადადგა.

XS
SM
MD
LG