ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის სასამართლომ გადადო მოსმენა ნავალნის ჯგუფების "ექსტრემისტებად" გამოცხადებაზე


რუსეთის სასამართლომ გადადო მოსმენა, რომელიც დაკავებული ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების "ექსტრემისტულ დაჯგუფებებად" გამოცხადების შესახებ იგეგმებოდა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო ამ საკითხზე 17 მაისს გეგმავდა მოსმენას. საქმე სამ ორგანიზაციას ეხება. ესენია, ანტი-კორუფციული ფონდი, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი და ნავალნის რეგიონული შტაბბინა.

თუმცა, სხდომის დაწყებიდან ერთ საათში პროკურორებმა საქმის მასალებს ახალი მტკიცებულებების მთელი სერია დაუმატეს, რაც ნავალნის ორგანიზაციების იურისტებისთვის, მათივე განცხადებით, ახალი მტკიცებულებების გასაცნობად დამატებით დროს საჭიროებდა. სხდომა 9 ივნისამდე გადაიდო. საქმის პროკურორების განცხადებით, ყველა აღნიშნული ორგანიზაცია "ლიბერალური პლატფორმის ნიღაბქვეშ პოლიტიკური და სოციო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცის ცდილობს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG