ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო გაიხსნა


საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში, მოქალაქეების მიღებას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს. საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ახლადგახსნილი საკონსულო, რამდენიმე შტატს დაფარავს. მათ შორისაა კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, უაიომინგი, მონტანა, კოლორადი, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ-დაკოტა, სამხრეთ-დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

სან-ფრანცისკოში გახსნილ საკონსულოში, მოქალაქეები საკონსულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა მომსახურებას მიიღებენ. მათ შორისაა, რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის.

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს მისი საცხოვრებელი შტატის დაფარვის შესაბამისი საკონსულოს აღრიცხვაზე არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა. აშშ-ში საქართველოს საელჩო, რეგისტრაციისთვის, ოფიციალური ვებგვერდის ბმულს ავრცელებს: www.geoconsul.gov.ge

საკონსულო აღრციცხვის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია საზღვარგარეთ დროებით მყოფ ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG