ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ ჯერსის ჰაკერების სასამართლო პროცესი


ჰაკერები შეიჭრნენ კომპიუტერულ ქსელებში, შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და გარკვეული პერიოდი უკანონო გადარიცხვებს აწამოებდნენ

ოთხშაბათს ნიუ ჯერსის ფედერალურმა პროკურორებმა გაამჟღავნეს იმ რვა დამნაშავის ვინაობა, ვინც საერთაშორისო კიბერ-თაღლითობის გეგმით შეერთებული შტატების ფინანსურ ინსტიტუტებს და სამთავრობო სააგენტოებს 15 მილიონი დოლარი მოპარა.

შეერთებული შტატების პროკურორმა პოლ ფიშერმანმა განაცხადა, რომ შეთქმულების მონაწილე ჰაკერები კომპიუტერულ ქსელებში
შეიჭრნენ, შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და უკანონო გადარიცხვებს აწამოებდნენ. მსგავსი ქმედებებით დაზარალდნენ ჯორჯიის, ილინოისის, მასაჩუსეტის და ნიუ იორკის შტატის მაცხოვრებლები.

პროკურორებმა რვა ბრლადებულს თაღლითობის სამი მუხლი წაუყენეს: ელექტრონული თაღლითობა, ფულის გათეთრება და უცხო პირთა პერსონალური ინფორმაციის მითვისება. ყველა ბრალდებულს პირველი მუხლით 20 წლამდე პატიმრობა, ხოლო დანარჩენი ორი მუხლის შესაბამისად 15 წლიანი პატიმრობა მოელის.
XS
SM
MD
LG